13 September 2016
საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტების საერთაშორისო დონის წარმატება
ფოლკსვაგენის ფონდის მიერ გამოცხადებული სადოქტორო სტიპენდიების ფარგლებში, რომელიც ეხება სისხლის სამართლის პროცესის ინტერნაციონალიზაციას, დაფინანსება მოიპოვა სამმა დოქტორანტმა. მათგან ორი: ანი ნასრაშვილი და გიორგი მირიანაშვილი საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტები არიან.
საქართველოს უნივერსიტეტი ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის სახით ამ პროექტის აქტიური პარტნიორია. პროფესორები, გიორგი თუმანიშვილი და ბაჩანა ჯიშკარიანი გერმანელ კოლეგებთან ერთად კოორდინაციას უწევენ აღნიშნულ საგრანტო პროექტს.